იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა

საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში დასანიშნად თამაზ ურთმელიძის კანდიდატურამ მხარდაჭერა ვერ მიიღო. ურთმელიძის კანდიდატურას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა მხარი არ დაუჭირეს.

“რუსთავი 2”-ის საქმის მოსამართლეს საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში არსებულ ვაკანსიაზე ჰქონდა განაცხადი წარდგენილი. ამ კოლეგიაში 10 თანამდებობაზე ჩატარდა კონკურსი. თამაზ ურთმელიძე კენჭისყრაზე ორჯერ გავიდა, თუმცა საკმარისი რაოდენობის ხმები ვერ მიიღო.

banner
წინა სტატიაშიფიზიკური დაპირისპირება გრიგოლიას გადაცემაში
შემდეგი სტატია“სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს