ფიზიკური დაპირისპირება გრიგოლიას გადაცემაში

ინგა გრიგოლიას დღის ამბების დასრულების შემდეგ, გადაცემის სტუმრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. დებატების დასრულების შემდეგ გადაცემის ერთ-ერთმა სტუმარმა ზვიად კუპრავამ, მეორე სტუმარს “თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველო”-ს ლიდერს დავით ფაცაციას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. დაპირისპირება სტუდიის გარეთ რამდენიმე წუთს გაგრძელდა.

“tv პირველში” მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ ჩხუბის ერთ-ერთმა მონაწილემ დავით ფაცაციამ საპატრულო პოლიცია გამოიძახა.

https://youtu.be/Ume4WEO0fpk

 

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი: ზუგდიდში ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატები ცნობილია
შემდეგი სტატიაიუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლე თამაზ ურთმელიძის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა