იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მხრიდან შეურაცხყოფას, ჯგუფურ ჩაგვრას, ამხანაგურ სასამართლოს, ცილისწამებას და ორღობის ჭორაობას აქვს ადგილი

მე გამოვიყენებ ყველა სამართლებრივ საშუალებას, რომ დადგინდეს რეალობა და ბატონ გვრიტიშვილს თავისი მონაჭორისთვის მიეთითოს, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ მას შემდეგ განაცხადა, რაც საბჭოს სხდომაზე რამდენიმე წუთიანი სიტყვიერი დაპირისპირება ამოიწურა.

ანა დოლიძის განცხადებით, თუ ეს დადასტურდება, გვრიტიშვილმა უნდა დატოვოს მოსამართლის თანამდებობა.

”რაც შეეხება ცილისწამებას, რომელშიც მონაწილეობენ მოსამართლეები, არის შავი პიარი. მოსამართლე, რომელიც ფაქტებზე კი არა ჭორებზე დაყრდნობით განიკითხავს თავის კოლეგას, ვერანაირად ვერ გამოდგება ნამდვილ მოსამართლედ თავის სამსახურში. ჩემი მხრიდან აუცილებელია მათთვის მითითება, რომ მოსამართლე, რომელიც ატარებს მანტიას, რომელიც უნდა იცავდეს სიმართლეს, არის ჩართული ორღობის ჭორაობაში, შავი პიარის კამპანიაში იმისთვის, რომ დაადუმონ ვინმე”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

მისივე განმარტებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების მხრიდან შეურაცხყოფას, ჯგუფურ ჩაგვრას, ამხანაგურ სასამართლოს, ცილისწამებას და ორღობის ჭორაობას აქვს ადგილი და ეს მეთოდები გამოიყენება იმისთვის, რომ არაკომფორტული კითხვების ავტორები გააჩუმონ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის მიმდინარეობისას სიტყვიერი დაპირისპირება რამდენიმე წუთს გაგრძელდა. საბჭოს წევრები სავარძლებიდან წამოდგნენ და დისკუსიას და კამათს ამ რეჟიმში აგრძელებდნენ.

ვირუსის ბლოკატორები