იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გაერთიანებული კოლეგიათა თავმჯდომარეობის მსურველ კანდიდატთან გასაუბრება მიმდინარეობს

იუსტიციის უმღლეს საბჭოში, ამ წუთებში, საბჭოს წევრები თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის თავმჯდომარის დანიშვნის თაობაზე მსჯელობენ. გაერთიანებული კოლეგიის თავმჯდომარეობის პოზიციაზე მხოლოდ ერთადერთი კანდიდატის ბადრი შონიას განაცხადი იყო შესული, თუმცა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დღევანდელ სხდომაზე თემურ გოგოხიას კანდიდატურაც დასახელდა, რომელიც ამ დროისთვის საქალაქო სასამართლოს გაერთიანებული კოლეგიების მოსამართლეა. თემურ გოგოხიას კანდიდატურა საბჭოს წევრებს საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ვასილ მშვენიერაძემ წარუდგინა. ამ წუთებში საბჭოს წევრები გაერთიანებულ კოლეგიათა თავმჯდომარეობის მსურველ კანდიდატთან გასაუბრებას გადიან.

შეგახსენებთ,რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის თავმჯდომარეობის დროებით მოვალეობას ბადრი შონია ასრულებს. შონიას კანდიდატურა საბჭოს წევრებს ასევე ვასილ მშვენიერაძემ წარუდგინა. რაც შეეხება ამ საკითხზე საბჭოს სხდომის გადადების საკითხს, რასაც საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ითხოვდა, ამის შესახებ სავარაუდოდ გასაუბრების დასრულების შემდგომ გახდება ცნობილი.

banner
წინა სტატიაშიმერიის განცხადება: 206-ე ბაგა-ბაღის დირექტორს და აღსაზრდელებს უფლებამოსილება შეუჩერდათ
შემდეგი სტატიალიტვის სეიმის სპიკერი: “ქართველებს არ უყვართ სიტყვა “გრუზია”მათ ურჩევნიათ “საქართველო”