იუსტიციის მინისტრი ქართული ენის შემსწავლელი კურსების მსმენელებს სერტიფიკატებს გადასცემს

news
ავტ.: news დეკემბერი 20, 2015 14:31

იუსტიციის მინისტრი ქართული ენის შემსწავლელი კურსების მსმენელებს სერტიფიკატებს გადასცემს

მნიშვნელოვანი

  • ქართული ენის შემსწავლელი კურსების მსმენელები თბილისს დილით ეწვევიან. სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიამდე მათ იუსტიციის სახლი უმასპინძლებს. ახალგაზრდებისათვის სპეციალური ტურიც მოეწყობა, რომლის ფარგლებშიც ისინი სერვისების გაცემის პროცესს დააკვირდებიან, შემდეგ კი იუსტიციის სასწავლო ცენტრში მათ იუსტიციის მინისტრი შეხვდება. თეა წულუკიანი პირადად გადასცემს ქართული ენის შემსწავლელი კურსების ბენეფიციარებს სერტიფიკატებს, ღონისძიების დასრულების შემდეგ კი ისინი ეროვნულ მუზეუმს ეწვევიან.

სხვა სტატიები

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ქართული ენის შემსწავლელი პროგრამის კურსდამთავრებულებს ხვალ სერტიფიკატებს გადასცემს.

იუსტიციის სამინისტროს მიერ ორგანიზებული სასწავლო კურსი, რომელიც ყვარელწყლის, კაბლისა და სართიჭალის ეთნიკურად არაქართველი მოსახლეობისათვის სახელმწიფო ენის სწავლების მიზნით ხორციელდებოდა, დასრულდა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელი შომბი შარპი, აგრეთვე, პროგრამის 60-მდე ბენეფიციარი.

ქართული ენის შესწავლის კურსები ეთნიკური უმცირესობებისათვის იუსტიციის მინისტრის ინიციატივით მოქმედებს. მისი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს ეთნიკურად არაქართველ მოქალაქეებს, უკეთ დაეუფლონ სახელმწიფო ენას, რაც დაეხმარება მათ, მიიღონ განათლება ქართულ ენაზე; უკეთ გაიცნონ ქართული ლიტერატურა, ისტორია და კულტურა; დასაქმდნენ საქართველოში.

პროექტი გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) დაფინანსებით ხორციელდება, მასში ჩართული არიან იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო და საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი. სასწავლო კურსები საზოგადოებრივ ცენტრებში მიმდინარეობს, სწავლებას კი საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენერები უძღვებიან, რომლებმაც არაქართველი მოქალაქეებისათვის ქართული ენის სწავლების სპეციალური მეთოდი შეიმუშავეს.

ქართული ენის შემსწავლელი კურსების მსმენელები თბილისს დილით ეწვევიან. სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიამდე მათ იუსტიციის სახლი უმასპინძლებს. ახალგაზრდებისათვის სპეციალური ტურიც მოეწყობა, რომლის ფარგლებშიც ისინი სერვისების გაცემის პროცესს დააკვირდებიან, შემდეგ კი იუსტიციის სასწავლო ცენტრში მათ იუსტიციის მინისტრი შეხვდება. თეა წულუკიანი პირადად გადასცემს ქართული ენის შემსწავლელი კურსების ბენეფიციარებს სერტიფიკატებს, ღონისძიების დასრულების შემდეგ კი ისინი ეროვნულ მუზეუმს ეწვევიან.

news
ავტ.: news დეკემბერი 20, 2015 14:31

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


13,068
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics