უნდა ველოდოთ თავად შსს-ს მიმართვას მოსახლეობისადმი, მოიმარაგონ პროდუქტი, იარაღი, ტყვია-წამალი”

,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გივი თარგამაძე ფეისბუქის გვერდზე პოსტს აქვეყნებს:
,,აი, ჩამოვედით. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მიმართავს მოსახლეობას, კარი არ გაუღონ აფერისტებს, რომლებიც მოტყუებით წყლის ფილტრებს აყიდინებენ. კიდევ ერთხელ – მიმართავს მოსახლეობას. არა სამართალდამცავებს. არა პოლიციას. არა მოთხოვნით, რომ ხვალ ეს ადამიანები იჯდნენ ციხეში და პირველივე შეწყალებაზე მაინც არ გამოვიდნენ ორი საოცნებო სუპერპოპულარ გოგჩოსთვის ფირმა ფილტრების ჩუქების სანაცვლოდ. არა. ესენიც მიხვდნენ. ამ დინამიკით, ალბათ, ნაახალწლევს უნდა ველოდოთ თავად შსს-ს მიმართვას მოსახლეობისადმი, მოწოდებით, მოიმარაგონ პროდუქტი, იარაღი, ტყვია-წამალი და არჩევნებამდე დარჩენილი ათი თვის მანძილზე საერთოდ არავის არ გაუღონ კარი. პოლიციელებსაც კი. მარტო ოცნების გამყიდველებს გლუვტვინიანის თოვლის საწყობიდან. ეჰ, შენ რა გითხარი, ფრიდრიხ…“ – წერს გივი თარგამაძე.

banner
წინა სტატიაშილევან მურუსიძე – იუსტიციის უმაღლეს საბჭოზე შეტევა მიმდინარეობს
შემდეგი სტატიაიუსტიციის მინისტრი ქართული ენის შემსწავლელი კურსების მსმენელებს სერტიფიკატებს გადასცემს