იუნესკოს გენერალური მდივანი: “დაისაჯონ მოძალადეები და საქართველოს მთავრობამ ტელეოპერატორის ლექსო ლაშაქარავას გარდაცვალების ფაქტი სრულყოფილად და გამჭვირვალედ გამოიძიოს”

“დაისაჯონ მოძალადეები და საქართველოს მთავრობამ ტელეოპერატორის ლექსო ლაშაქარავას გარდაცვალების ფაქტი სრულყოფილად და გამჭვირვალედ გამოიძიოს”- 5 ივლისს მედიაზე თავდახსხმას და ძალადობას იუნესკოს გენერალური მდივანი ეხმაურება.

ოდრი აზულემ საგანგებო განცხადება გაეროს განათლების მეცნიერების და კულტურის ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოაქვყენა.

საქართველოს მთავრობას უნესკოს გამოხატვის თავისუფლების და ჟურნალისტთა უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსი კი პირდაპირ მოუწოდებს, იმოქმედოს ჟურნალისტთა დაცვის გაეროს სამოქმედო გეგმით, რომელიც ძალადობის პრევენციას, მძიმე ვითარებაში მედიის წარმომადგენლების დაცვას და თავდასხმის შემთხვევაში დამნაშავეთა დასჯას გულისხმობს.

“იუნესკოს გენერალური მდივანი გამოთქვამს მწუხარებას 11 ივლისს თბილისში, საქართველოში, ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით. მე მოვუწოდებ ხელისუფლებას დაანონსებული გამოძიება ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით იყოს სრულყოფილი და გამჭვირვალე. ჟურნალისტებს უნდა შეეძლოთ თავიანთი საქმიანობის განხორციელება ძალადობის შიშის გარეშე. ეს მოვლენები ძალიან შემაშფოთებელ მესიჯს უგზავნის ასევე. არ შეიძლება ამის ჩამდენები დაუსჯელები დარჩნენ” – ამბობს გაეროს გენერალური დირექტორი ორდი აზულე.

banner
წინა სტატიაშიეკატერინე ტიკარაძე მოსახლეობას: „ფაიზერის“ ვაქცინის მეორე დოზაზე დარეგისტრირდნენ 24 ივლისის 12:00 საათამდე
შემდეგი სტატიაბრიტანეთში ავტობომილი ღია კაფეში შეიჭრა