ეკატერინე ტიკარაძე მოსახლეობას: „ფაიზერის“ ვაქცინის მეორე დოზაზე დარეგისტრირდნენ 24 ივლისის 12:00 საათამდე

ფაიზერი ევროკავშირი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე მიმართავს მოსახლეობას, „ფაიზერის“ ვაქცინის მეორე დოზაზე დარეგისტრირდნენ 24 ივლისის 12:00 საათამდე, სხვა შემთხვევაში, მათი რეგისტრაცია მოხდება ავტომატურად, იმავე კლინიკაში, სადაც გაიკეთეს ვაქცინის პირველი დოზა.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, მოქალაქეებს ეძლევათ საშუალება, ჯავშნის ავტომატურად მიღების შემდეგ, მოგვიანებით შეცვალონ თარიღი და კლინიკა.

„დღეს უკვე განახლდება „ფაიზერის“ რეგისტრაცია მეორე დოზებზე. მათ 37 კლინიკაში ექნებათ საშუალება 26 ივლისიდან 14 აგვისტოს ჩათვლით დაჯავშნონ მათთვის სასურველი თარიღი. იცით, რომ „ფაიზერის“ ვაქცინაციის მეორე დოზის მიღებაზე რეკომენდაცია არის 21 დღე.

მოგმართავთ თხოვნით, რომ „ფაიზერის“ მეორე დოზაზე რეგისტრაცია მოქალაქეებმა განახორციელონ 24 ივლისის 12:00 საათამდე. სხვა შემთხვევაში, მათი რეგისტრაცია მოხდება ავტომატურად, იმავე კლინიკაში, სადაც მათ მიიღეს მომსახურება პირველ აცრაზე, თუმცა აქ რა თქმა უნდა, მოქალაქეებს ვაძლევთ მოქნილობას და მათ ამ ჯავშნის მიღების შემდეგ ექნებათ შესაძლებლობა, შეცვალონ თარიღი და კლინიკა, შედარებით მოგვიანებით“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

banner
წინა სტატიაში„ფაიზერის“ ვაქცინის მეორე დოზაზე რეგისტრაცია დღეს განახლდება
შემდეგი სტატიაიუნესკოს გენერალური მდივანი: “დაისაჯონ მოძალადეები და საქართველოს მთავრობამ ტელეოპერატორის ლექსო ლაშაქარავას გარდაცვალების ფაქტი სრულყოფილად და გამჭვირვალედ გამოიძიოს”