იტალიის სასამართლო – საჭმლის მოპარვა დანაშაული არ არის

იტალიის სასამართლო - საჭმლის მოპარვა დანაშაული არ არის

5კვების პროდუქტების მოპარვა შიმშილის გამო დანაშაული არ არის – ასე დაადგინა იტალიის საკასაციო სასამართლომ.
ამდაგვარად, სასამართლომ უკრაინული წარმოშობის უსახლკარო მამაკაცს განაჩენი გაუბათილა, რომელმაც მარკეტიდან 4 ევროს ღირებულების სოსისი და ყველი მოიპარა.
სასამართლოს დადგენილებით, ოსტრიაკოვმა საჭმელი მოიპარა “კვების აუცილებლობით”, შესაბამისად, ეს არ ყოფილა დანაშაული.
“დასჯას არ ექვემდებარება ის, რომელიც საჭიროების გამო საჭმელს მცირე ოდენობით იპარავს” – ამბობს სასამართლო.

ინციდენტი გენუაში 2011 წელს მოხდა. თვითმხილვევმა მარკეტის დაცვას აცნობა, რომ მამაკაცმა სოსისი და ყველი ჯიბეში ჩაიდო, მან მხოლოდ მარილიანი ჩხირების თანხა გადაიხადა.
2015 წელს ოსტრიაკოვი დამნაშავედ ცნო სასამართლომ და მას 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა, მისმა ადვოკატმა განაჩენი გაასაჩივრა, რადგანაც მამაკაცი მარკეტის დაცვამ მანამდე დაიჭირა, სანამ ის მაღაზიას დატოვებდა.

banner
წინა სტატიაშისაგარეო უწყება ტელეკომპანია იმედს პასუხობს
შემდეგი სტატიაარიზონაში მზის ელემენტებზე არსებული თვითმფრინავი დაეშვა