იტალიელმა მაშველებმა 4000-მდე არალეგალი გადაარჩინეს

იტალიელმა მაშველებმა 4000-მდე არალეგალი გადაარჩინეს. სანაპირო დაცვის სამსახურმა ბოლო 2 დღის განმავლობაში ხმელთა შუა ზღვაში რამდენიმე ოპერაცია ჩაატარა. ყველა გადარჩენილი იტალიის დევნილთა ბანაკებში გადაჰყავთ.

ოფიციალური პირების განცხადებით, ზაფხულის დადგომასთან ერთად ახლო-აღმოსავლეთისა და ჩრდილო აფრიკის ქვეყნებიდან დევნილთა ნაკადი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ერთი კვირის განმავლობაში ხმელთაშუაზღვაში ჩატარებული ოპერაციების შედეგად 13 ათასი ადამიანია გადარჩენილი. ასზე მეტი კი ნავების ამოყირავების შედეგად ზღვაში დაიხრჩო.

banner
წინა სტატიაშიდუშეთის რაიონის რამდენიმე სოფელი ძლიერმა სეტყვამ დააზარალა
შემდეგი სტატიაზიკას ვირუსის საფრთხის გამო რიოს ოლიმპიადის გადადების ან სხვაგან გადატანის საჭიროება არ არსებობს – WHO