იტალიაში, მიწისძვრით დაშავებულებს შორის საქართვლოს მოქალაქეები არ არიან

ბოლო მონაცემებით იტალიაში, მიწისძვრით დაშავებულებს შორის საქართვლოს მოქალაქეები არ არიან. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

ცენტრალურ იტალიაში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის ცნობილი არ არის. როგორც CNN იუწყება, დაზიანდა ძველი ეკლესიები და სხვა შენობები.

პირველი, 5.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მაჩერატის პროვინციაში, ვისოსთან (Visso) ახლოს მოხდა. მას ორი საათის შემდეგ 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრა მოჰყვა, რა დროსაც, ორი ადამიანი დაშავდა.

1477552511147943

banner
წინა სტატიაშისოზარ სუბარი აცხადებს, რომ მინისტრთა კაბინეტში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ იგეგმება
შემდეგი სტატიასაგარეო საქმეთა სამინისტრო იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს