სოზარ სუბარი აცხადებს, რომ მინისტრთა კაბინეტში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ იგეგმება

ძალიან უხერხულია ყოველდღე რაღაცა ჭორებზე, ინსინუაციებზე კომენტარების გაკეთება, – ასეთი კომენტარი გააკეთა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა, სოზარ სუბარმა ჟურნალისტების კითხვაზე, რომ შესაძლოა, კახა კალაძე შს მინისტრად დაინიშნოს.

„არაფერი სერიოზული არ იგეგმება, დაველოდოთ არჩევნების მეორე ტურს, შემდეგ პარლამენტის შეკრებას და შემდეგ იქნება მინისტრთა კაბინეტის დამტკიცებაც. იქ გავიგებთ ყველა ყველაფერს“,-აღნიშნა მინისმტრმა.

გარდა ამისა, კითხვაზე, რომ შესაძლოა, სოზარ სუბარი ლტოლვილთა მინისტრის თანამდებობაზე ვახტანგ ყოლბაიამ შეცვალოს, სუბარამ აღნიშნა, რომ ამ ინფორმაციას არ ადასტურებს,

“მე ვადასტურებ, რომ ამ მიმართულებით არაფერი არ განიხილება, ხოლო კითხვა, ვიქნები თუ არა განახლებულ მინისტრთა კაბინეტში, უნდა დაუსვათ პრემიერ-მინისტრს. მე მზად ვარ, ვემსახურო ჩემს სამშობლოს“,-აღნიშნა სოზარ სუბარმა.

banner
წინა სტატიაშიიენს სტოლტენბერგი: ნატო-ს 16 წევრი თანახმაა, აღმოსავლეთ ევროპაში ალიანსის ბატალიონების ფორმირებაში ჩაერთოს
შემდეგი სტატიაიტალიაში, მიწისძვრით დაშავებულებს შორის საქართვლოს მოქალაქეები არ არიან