იტალიაში, ბინების გაძარცვის ბრალდებით, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

იტალიაში, ბინების გაძარცვის ბრალდებით, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. მედიის ცნობით, 34 და 39 წლის ქართველებმა ორი ბინა გაძარცვეს. არსებული ინფორმაციით, ძარცვის შესახებ შეტყობინება პოლიციაში ერთ-ერთმა მოქალაქემ შეიტანა, რომელმაც მძარცველების სილუეტები შენობის სახურავზე შენიშნა.

პოლიციამ ქართველები შენობიდან გასვლის მცდელობისას დააკავა. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ერთ-ერთს ჯიბეში საკეტი, ხოლო მეორეს ხელთათმანები და ხრახნი უპოვეს.

საქმეზე გამოძიება გრძელდება. ორივე დაკავებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

banner
წინა სტატიაშიEU-ს წარმომადგენლობა ქართული ჟურნალისტიკის დღეზე
შემდეგი სტატიათიბისი კაპიტალის განახლება მთავარი ეკონომისტისგან – დოლარი და ევრო ძვირი რომ არ იყოს, ლარის განაკვეთი უფრო დაბალიც კი იქნებოდა