ისრაელმა საჰაერო სივრცე გახსნა

The Times of Israel-ის ცნობით, ირანის თავდასხმის გამო, ჩაკეტვიდან 7 საათის შემდეგ, ისრაელმა საჰაერო სივრცე გახსნა.

ქვეყნის აეროპორტების ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ასობით ირანული რაკეტისა და დრონით განხორციელებული თავდასხმის შემდეგ, ისრაელმა ადგილობრივი დროით 7:30 საათიდან გახსნა საჰაერო სივრცე.

“თელ-ავივიდან ფრენების განრიგი სავარაუდოდ შეიცვლება და მოგზაურებმა უნდა შეამოწმონ ფრენის დრო,” – ნათქვამია განცხადებაში.

The Times of Israel ინფორმაციით, საჰაერო სივრცე გახსნა იორდანიამაც.

banner
წინა სტატიაშიისრაელის მოთხოვნით, გაერო-ს უშიშროების საბჭო დღეს საგანგებო სხდომას გამართავს
შემდეგი სტატიაუმკაცრესად ვგმობთ ირანის თავდასხმას, გავაგრძელებთ ისრაელის თავდაცვის მხარდაჭერას – ბლინკენი