აშშ-ის სახელმწიფო მდივნი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ისრაელზე ირანის თავდასხმის შემდეგ, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად მომდევნო საათებისა და დღეების განმავლობაში კონსულტაციებს გამართავს.
მან ირანის მიერ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმა დაგმო:
“აშშ უმკაცრესად გმობს ირანის თავდასხმას ისრაელზე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გვსურს ესკალაცია, გავაგრძელებთ ისრაელის თავდაცვის მხარდაჭერას და როგორც პრეზიდენტმა ცხადყო, დავიცავთ აშშ-ის პერსონალს,” – თქვა ბლინკენმა.