“ისლამური სახელმწიფო” რუსეთისადმი მუქარის შემცველ ვიდეორგოლს აქვეყნებს

ავსტრალიამ დაკავების ორდერი გასცა ექიმზე, რომელიც ისლამურ სახელმწიფოს შეუერთდა

ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფო” ვიდეომიმართვას ავრცელებს, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე მოსალოდნელი სისხლიანი თავდასმების შემცველ მუქარას შეიცავს. ამის შესახებ “ბი-ბი-სი” იუწყება.
დაჯგუფების მედიაქვედანაყოფმა “Al Hayat Media Center”-მა ვიდეომიმართვა რუსულ ენაზე გამოაქვეყნა, რომლესაც ინგლისურენოვანი ტიტრები გასდევს.
მკვლელობის კადრების შემცველ ვიდეორგოლში აღნიშნულია, რომ “მალე, ძალიან მალე დაიღვრება ზღვა სისხლი. მასში ასევე არის მუქარა კრემლის აღებისა და კავკასიის დაბრუნების შესახებ.
ტექსტის ზოგიერთი ნაწილი აშკარად არის მიმართული არა მხოლოდ რუსეთის, არამედ მთლიანად ევროპის მცხოვრებლებისადმი.

წყარო: IPN.GE

banner
წინა სტატიაში“თქვენ ნამდვილი გმირი ბრძანდებით”
შემდეგი სტატიადავით დვალმა არ იცის გაასაჩივრებს თუ არა ურთმელიძის ახალ გადაწყვეტილებას