აშშ- სამხედრო წარმომადგენელმა სტივ უორენმა, ბაღდადიდან განხორციელებული ვიდეოკონფერენციის დროს, ტერორისტული ორგანიზაცია ,,ისლამური სახელმწიფოს,, ფინანსური დირექტორის (ფინანსთა მინისტრის) აბუ სალეჰის გარდაცვალება დაადასტურა…
ფინანსური ლიდერი და ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო წევრი ,,ისლამური სახელმწიფოსი,, აბუ სალეჰი, ამერიკული მედიის ცნობით, ნოემბრის ბოლოს ნატო-ს კოალიციის ავიადარტყმის შედეგად დაიღუპა.
აშშ-ს ხელისუფლების წარმომადგენელმა ,,ისლამურ სახელმწიფოსთან,, ბრძოლის საკითხებში ბრეტ მაკ-გერკმა განაცხადა, რომ აბუ სალეჰთან ერთად, ,,ისლამური სახელმწიფოს,, კიდევ ორი გავლენიანი წარმომადგენელი ემსხვერპლა კონკრეტულ ავიადარტყმას.
www.timer.ge