დავით ნარმანია კორექტირებულ ბიუჯტთან დკავშირებით ინფორმაციას საზოგადოებას ხვალ მიაწვდის

თბილისის 2016 წლის ბიუჯეტი საკრებულოს დაუბრუნდა – დედაქალაქის მერი დავით ნარმანიას პროექტის დეტალებთან დაკავშირებით არ საუბრობს.

მერის თქმით, კონკრეტულ ინფორმაციას საზოგადოებას ის ხვალ ბრიფინგზე მიაწვდის.

„ბიუჯეტზე ცალკე ბრიფინგია ჩვენთან დანიშნული. როგორც კი ბიუჯეტი შევა საკრებულოში, აუცილებლად გავაკეთებთ განცხადებას, მათ შორის ხელფასებთან დაკავშირებულ ნაწილზე. ასე რომ მაქსიმალურად ყველა ინფორმაციას მივაწვდით საზოგადოებას,“ – განაცხადა დავით ნარმანიამ.

მთავარი ფინანსური დოკუმენტი თვითმმართველობის ორგანოში დღის ბოლოს შევიდა.

ამ ეტაპზე მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ თავდაპირველი ვარიანტისგან განსხვავებით, ბიუჯეტის მოცულობა 6 მილიონით გაიზარდა და ამ დროისათვის ის 816 მილიონს შეადგენს.

banner
წინა სტატიაშიდავით საგანელიძე ჩინეთში საქმიან შეხვედრებს მართავს
შემდეგი სტატიაISIS-ს ფინანსური შეფი მოკლულია…