ირპინში რუსმა ოკუპანტებმა ეკლესიას ცეცხლი გაუხსნეს

ირპინში რუსმა ოკუპანტებმა ეკლესიას ცეცხლი გაუხსნეს – რუსი სამხედროები უკრაინის ქალაქებს ისევ უტევენ.

ხარკოვში მთელი ღამის განმავლობაში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა, განხორციელდა ორი მძლავრი სარაკეტო დარტყმაც.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსამსახურის ცნობით, უკრაინის ჯარები კონტრშეტევაზე გადავიდნენ ზოგიერთ რაიონში.

„თავდაცვის ძალების მოქმედების მდგომარეობა, პოზიცია და ხასიათი ბოლო დღის განმავლობაში არსებითად არ შეცვლილა. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოახერხეს და დამანგრეველი დარტყმა მიაყენეს საოკუპაციო ჯარების ჯგუფებს უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ზოგიერთ რაიონში გადავიდნენ კონტრშეტევაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიბორის ჯონსონი – პუტინს ნათლად ვუთხარით, რომ უკრაინა ნატოს მალე არავითარ შემთხვევაში არ შეუერთდება – ზელენსკის მესმის
შემდეგი სტატიალოიდ ოსტინი – ამერიკის სიგნალი მსოფლიოს მიმართ არის, რომ უკრაინის მხარდაჭერაში ერთიანები ვართ, ვგმობთ რუსეთის გაუმართლებელ შეჭრას უკრაინაში