ირმა ინაშვილი: სახელმწიფო კანცელარიის წინ, ყოველდღიურად ჩვენ გავმართავთ საგანგებო საინფორმაციო ბრიფინგებს

“პატრიოტთა ალიანსის” გენერალური მდივნის ირმა ინაშვილის განცხადებით, კანცელარიის წინ, ყოველდღიურად საგანგებო საინფორმაციო ბრიფინგები გაიმართება, რომელზეც მედიას შემდგომი ნაბიჯების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეწოდება.

“მეხუთე დღეა, გრძელდება მოშიმშილეთა საპროტესტო აქცია სახელმწიფო კანცელარიის წინ. ხელისუფლებამ, როგორც მოსალოდნელი იყო, აირჩია იგნორირების და არა დიალოგის გზა-

ხელისუფლებამ უარი თქვა, გამოყოს მოშიმშილეებისათვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების მორიგე ბრიგადა. უარი თქვა ბიოსაპირფარეშოების დადგმაზე.

ხელისუფლებამ დიდი ზომის ქოლგაც კი არ გაგვაშლევინა, რომელსაც მოშიმშილეები წვიმის დროს შეეფარებოდნენ. გუშინ, გაუარესებული ამინდის პირობებში, გავმართეთ კუსტარული კონსტრუქცია, სადაც ღამე 40-მდე მოშიმშილემ გაათენა. დღეს საღამოს ჩვენი რიცხვი 50-მდე გაიზრდება! ჩვენ არ ვწყვეტთ ბრძოლას ჩვენი კონსტიტუციური უფლების – არჩევანისა და არჩევნების თავისუფლების დასაცავად. ვიმეორებ: საარჩევნო გარემო უნდა შეიცვალოს! ვიმეორებ: თავდაცვისა და გარემოს დაცვის გამყალბებელი მინისტრები უნდა გადააყენონ დაკავებული თანამდებობებიდან! ვიმეორებ: უნდა დაიწყოს გამოძიება საგარეჯოში არჩევნების გაყალბების ფაქტებთან დაკავშირებით და დაისაჯოს ყველა დამნაშავე! ვიმეორებ: ჩვენ აღარ გვაინტერესებს ირმა ინაშვილის თემა.

ჩვენ გვაინტერესებს, როგორ არჩევნებს გვიმზადებს ხელისუფლება 2016 წლისთვის და რა გარანტიებს გვაძლევს დღეს, რომ არ დაგვაბრუნებს ან ბრეჟნევის ეპოქაში, ან ჩრდილოეთ კორეაში. ამიტომ მოშიმშილეთა საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე, ანუ სახელმწიფო კანცელარიის წინ, ყოველდღიურად ჩვენ გავმართავთ საგანგებო საინფორმაციო ბრიფინგებს და მედიას მივაწვდით დეტალურ ინფორმაციას ჩვენი შემდგომი ნაბიჯების შესახებ.

დღეს, 2015 წლის 12 ნოემბერს, დღის 3 საათზე, დაინტერესებულ მედია-საშუალებებს ველოდებით სახელმწიფო კანცელარიის წინ, საგანგებო ბრიფინგზე! საკონტაქტო პირი მე გახლავართ. დამირეკეთ – გიპასუხებთ: 597 11 99 11- ირმა ინაშვილი.”- განმარტავს ირმა ინაშვილი.

banner
წინა სტატიაშიპრეპარატი „ლირიკა“დიდი მოთხოვნით სარგებლობს სოხუმელ ნარკომანებში
შემდეგი სტატიაუბილავა-ჩილაჩავას: შეხედეთ ეს ამ ადამიანების ყოველდღიურობაა!