IRI-ის გაყალბებული მონაცემებითაც კი, მოსახლეობის უმეტესობა ემხრობოდა ფრენების აღდგენას, ასეთ დროს ქართველი ხალხის სახელით საუბარი კიდევ ერთი სპეკულაციაა – კობახიძე

„IRI – ის გაყალბებული მონაცემების მიხედვითაც კი, მოსახლეობის უმეტესობა ემხრობოდა ფრენების აღდგენას, ასეთ დროს ქართველი ხალხის სახელით საუბარი კიდევ ერთი სპეკულაციაა,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„დღეს ვიღაცები საუბრობდნენ ქართველი ხალხის სახელით, თითქოს ქართველი ხალხია შეშფოთებული, მათ შორის სალომე ზურაბიშვილმა დაპოსტა ამასთან დაკავშირებით. მე შეგახსენებთ, IRI – ის გაყალბებული მონაცემების მიხედვითაც კი, მოსახლეობის უმეტესობა ემხრობოდა ფრენების აღდგენას, ჩახედეთ IRI-ის კვლევას, ასეთ დროს ქართველი ხალხის სახელით საუბარი არის უბრალოდ კიდევ ერთი სპეკულაცია. ამიტომ, ქართველი ხალხის სახელით ნურავინ ისაუბრებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობიდან“ თბილისის საკრებულოს წევრმა, მიხეილ კაკაურიძემ პარტია დატოვა
შემდეგი სტატიადეგნანის მხრიდან აჟიოტაჟი და მკვეთრი განცხადებები გაუგებარია, თუ მართლა უნდა, საქართველოს მოქალაქეებს შეექმნათ პირობები, გაგვიწიოს ლობირება, რომ გვქონდეს უვიზო მიმოსვლა აშშ-სთან – სუბარი