ირანში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში მყოფი 66-ივე ადამიანი დაიღუპა

სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელის ბორტზეც 60-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა ირანის მთებში კატასტროფა განიცადა. შემთხვევა ისპაჰანის პროვინციაში მოხდა. თვითმფრინავი აფრენიდან 20 წუთში რადარებიდან გაქრა. თვითმფრინავი თეირანიდან იასუჯაში მიფრინავდა.ავიაკატასტროფის დროს, ყველა მათგანი დაიღუპა – ამის შესახებ ლაინერის მფლობელ ავიაკომპანია Aseman Airlines-ში აცხადებენ.

როგორც ცნობილია, ლაინერი ATR 72-500-ი თეირანიდან იასუჯის მიმართულებით ასრულებდა რეისს. ის ირანის მთიან რეგიონში, დასახლებულ პუნქტ სემირომთან ჩამოვარდა.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე: „ეს ბრძოლა არის ორ დაჯგუფებას შორის TV პირველზე გავლენის მოსაპოვებლად“
შემდეგი სტატიამიუტევებელი წყენა გულში ხიჭვივითაა, რომელიც სულს აზიანებს