ირაკლი შონია – ნებისმიერ სახელმწიფოს სჭირდებოდა ძლიერი, საზრიანი და პრინციპული ადამიანი, ასეთი გახლავთ საქართველოს პრემიერი გიორგი გახარია

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და კომენდანტის საათი სრულდება! უხილავმა სენმა რომელმაც მსოფლიო წამყვანი ქვეყნებიც კი დასცა და უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ამ ბრძოლაში საქართველომ გაიმარჯვა”, ამის შესახებ ჟურნალისტი ირაკლი შონია სოციალურ ქსელში წერს.

ირაკლი შონია წერს, რომ ვერც ერთი უწყება პრემიერის წინამძღოლობის გარეშე ვერაფერს გახდებოდა.

„ყოველ ჩვენს თანამოქალაქეს ჰქონდა გაცნობიერებული მაღალი პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნისადმი! უამრავი ადამიანი იყო ჩაბმული ამ რამდენიმე თვიან “ბრძოლაში” ცნობილი თუ უსახელო ღირსეული მამულიშვილები,რათა თავისი წვლილი შეეტანა და დახმარებოდა უამრავ გაჭირვებულ ადამიანს! ჰუმანიტარული დახმარება მიეტანათ და მშიერ-მწყურვალი არ დაეტოვებინათ დავრდომილები და დახმარების მომლოდინენი! ექიმები, ჯარისკაცები,პოლიცია, სახელმწიფო თუ არასამთავრობო უწყების უამრავი თანამშრომელი,სასულიერო პირები ერთ სულად იქცა საკუთარი ქვეყნისთვის,მაგრამ ნებისმიერ ჯგუფს თუ გაერთიანებას და მთლიანად სახელმწიფო სტრუქტურებს სჭირდებოდა ძლიერი,საზრიანი და პრინციპული ადამიანი,ვინც სტრატეგიულად დაგეგმავდა და განახორციელებდა მთელ რიგ ღონისძიებებს ქვეყნის გადასარჩენად და ასეთი გახლავთ საქართველოს პრემიერი გიორგი გახარია! ვერც ერთი უწყება ვერაფერს გახდება თუ წინამძღოლი ისეთი არ ყოფილიყო როგორიც პრემიერი გახარიაა! აღარ მოვდგები იმის აღნიშვნას რამდენი უძილო ღამე და დღეები ერთმანეთს მიუბია, რათა თავი დაგვეღწია ამ ვერაგი და მომაკვდინებელი სენისთვის და მიაღწია მიზანს! ვულოცავ ბ-ნ გიორგის და ყველა ჩვენს თანამოქალაქეს ამ ბრძოლაში გამარჯვებას!
სკეპტიკოსები გვიწინასწარმეტყველებენ ახალ ტალღას პანდემიის შემოდგომისკენ,მაგრამ უფლის წყალობით და შეწევნით გამარჯვებულები ვიქნებით”, – წერს ირაკლი შონია.

banner
წინა სტატიაშიიმერეთის გუბერნატორი რიკოთის საუღელტეხილო გზის მოდერნიზების პროექტზე – იმერეთისთვის ამ პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ძალიან ბევრი ადგილობრივია დასაქმებული
შემდეგი სტატიაპრეზიდენტმა მთავრობის მიერ საგანგებოს გარეშე შეზღუდვების დაწესებას ხელი მოაწერა