იმერეთის გუბერნატორი რიკოთის საუღელტეხილო გზის მოდერნიზების პროექტზე – იმერეთისთვის ამ პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ძალიან ბევრი ადგილობრივია დასაქმებული

ძალიან მნიშვნელოვანია იმერეთისთვის ამ პროექტის განხორციელება და მიმდინარეობის პროცესშიც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ადგილობრივები არიან დასაქმებული ძალიან ბევრი, ამ წლების განმავლობაში კიდევ ძალიან ბევრი დასაქმდება, – ამის შესახებ იმერეთის სახელმწიფოს რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ რიკოთის საუღელტეხილო გზის მოდერნიზების პროექტთან დაკავშირებით განაცხადა.

ზვიად შალამბერიძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროექტი, განხორციელების შემდეგ, შეამოკლებს გადაადგილებას, ეს იქნება საერთაშორისო ტვირთბრუნვა, ჩვენი ტურისტებისთვის, თუ ადგილობრივი მოქალაქეებისთვის.

„რა თქმა უნდა, პროექტის არქიტექტურული მდგომარეობა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ეს იქნება ცალკე ატრაქცია ჩვენი ტურისტებისთვის, იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და სანახაობრივი იქნება ჯამში“, – აღნიშნა იმერეთის გუბერნატორმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – რიკოთის საუღელტეხილო გზის მოდერნიზება არის უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტი, რომლის განხორციელება, გლობალური პანდემიის მიუხედავად, არც ერთი დღით არ შეჩერებულა
შემდეგი სტატიაირაკლი შონია – ნებისმიერ სახელმწიფოს სჭირდებოდა ძლიერი, საზრიანი და პრინციპული ადამიანი, ასეთი გახლავთ საქართველოს პრემიერი გიორგი გახარია