ირაკლი შონია: გიორგი გახარია არათუ არ უნდა გადადგეს არამედ მეტად უნდა დაწინაურდეს!

ჟურნალისტი ირაკლი შონია შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს, რომ „პროვოკაცია, მცდელობა პარლამენტის შტურმით აღების და მისი აღკვეთის შემდეგ გაასმაგებული თავდასხმაა გახარიაზე, მისი გადაგომის მოთხოვნით. გიორგი გახარია არათუ არ უნდა გადადგეს არამედ მეტად უნდა დაწინაურდეს“.

„პოლიტიკაში მოსვლის დღიდან გიორგი გახარიას რეიტინგის მომატება მარტო მოყვრებს არ შეუმჩნევიათ, არამედ როგორც აშკარა მტრებმა ისე კულისებში ჩასაფრებულმა მოშურნეებმაც საგანგაშოდ აღიქვეს არამარტო პარტიული ისტებლიშმენტის სიმპათიები არამედ ფართე საზოგადოების და მოსახლეობის მხრიდან, რაც მიზეზი გახდა ფართოდ გაეშალათ ფრონტი გიორგისადმი… როგორც კი გაიჟღერა მისი შესაძლო დაწინაურების და პრემიერ მინისტრობის შესახებ კვერთხმომარჯვებულმა ერთ-ერთმა მეუფემ დაიგმინა: არ გაბედოთ მისი პრემიერობა თორემ ჩვენ ვიცით რასაც ვიზამთო…საინტერესოა სასულიერო პირს რა ინტერესი უნდა ჰქონოდა შს მინისტრისადმი და რა უნდა ჩაედინა სამხედრო ხუნტის და გელა ლანჩავას თანამეინახეს და თავის დროზე ავტომატასხმულ რუხ კარდინალს?!!
1992 წლიდან ყველას კარგად მოეხსენება ეწ ბიზნესმენები როგორ გამდიდრდნენ და აგერ სამი ათეული წლის შემდეგაც ბიუჯეტში ლარის შეტანაც არ უფიქრიათ, ერთ-ერთმა ასეთმა მომხვეჭველმა, რომელიც ტელეკომპანიის მფლობელიც ბრძანდება დიდად იუკადრისა და ფინანსური მაქინაციები და კორუფცია პოლიტდევნილის სტატუსით შეფუთა, თუმცა რკინის კაცმა გახარიამ მკვეთრად განაცხადა კაპიკი არ დააკლდება ისე შეიტანს ბიუჯეტში თანხასო!
ანაკლიის პორტის მშენებლობამ ახალი ტალღა ტორნადოსავით გამოუშვა და ახლა კიდევ ერთი საქმოსანი ბლუყუნებდა თუ გახარიას სმს-ებით როგორ შეიქმნა მსხვერპლი და ლამის სკოტლანდიარდს სთხოვდა გამოძიებას….ანაკლიის პორტი და ნატოსკენ სწრაფვა (ფოთში მათი წარმომადგენლების არაერთი ვიზიტი) წარმოშვა ხელოვნურად დადგმული დიდი პროვოკაცია პანკისში ეწ ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით სადაც გიორგი გახარიამ ყველანაირი ღონე იხმარა არ გადაზრდილიყო ყოველივე ისეთ შეტაკებაში,სადაც ფეხს ჩადგავდა “მოძმე ხალხის” დასაცავად კადიროვი და რუსული იმპერია!
პანკისის შემდეგ გახარიას მხრებზე გადაიარა დავით გარეჯში წარმოშობილმა ახალმა ავანტიურამ და დაპირისპირებამ, რომელსაც შესაძლოა საომარი მოქმედებაც მოჰყოლოდა….
გიორგი გახარიას პროფესიონალიზმით საპრეზიდენტო არჩევნების დროს და შემდგომ ზუგდიდში ადგილობრივი მერის არჩევისას საქართველო კვლავ გადარჩა მძიმე კონფლიქტს და სისხლისღვრას. კარგად გახსოვთ ზოგიერთი ნაციონალების პარტიის გაცეცხლებული დედაკაცი ზუგდიდის გადაბუგვით რომ იმუქრებოდა….გადავრჩით!
და აი ახალი პროვოკაცია მცდელობა პარლამენტის შტურმით აღების და მისი აღკვეთის შემდეგ გაასმაგებული თავდასხმა გახარიაზე მისი გადაგომის მოთხოვნით….
გიორგი გახარია არათუ არ უნდა გადადგეს არამედ მეტად უნდა დაწინაურდეს!
აქვე “ოცნების” ზოგიერთ გაუბედავ თუ სხვა კლანში ჩამჯდარ პიროვნებებს შევეხმიანები და ვეტყვი გახარიას წყალობით ქვეყანა გადარჩა პუტჩს და მადლობა უთხარით დღესაც დეპუტატის ან სხვა ჩინოვნიკის სავარძელში რომ ბრძანდებით!
დაძლიეთ შური, ამპარტავნება და სახელმწიფოებრივად იაზროვნეთ! აშკარა მტერს კი აუცილებლად მოევლება! გამარჯვება გიორგი გახარიას“- წერს ირაკლი შონია.

banner
წინა სტატიაშიმარგველაშვილი: ისტორია იწერება ყველაზე ამაყი ფრაზით – “ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი”
შემდეგი სტატიაოთარ დანელია: გახარიას ხედავენ როგორც პოლიტიკურად ძლიერ ფიგურას, რომელსაც აქვს თავის თავზე ძალიან ბევრის აღების შესაძლებლობა და უნარი