ოთარ დანელია: გახარიას ხედავენ როგორც პოლიტიკურად ძლიერ ფიგურას, რომელსაც აქვს თავის თავზე ძალიან ბევრის აღების შესაძლებლობა და უნარი

პურის ფასზე მატება ამ ეტაპზე არ იგეგმება

ოთარ დანელიამ ტელეკომპანია იმედის გადაცემა „პირისპირ“ 20 ივნისის ღამეს მომხდარზე და შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხზე ისაუბრა, მისი თქმით გიორგი გახარიას ხედავენ როგორც პოლიტიკურად ძლიერ ფიგურას, რაც მისი თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნის მთავარი მიზეზია.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ გიორგი გახარიამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სრულმა შემადგენლობამ, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ იმ საღამოს შესაბამის ოპერაციებში, საქართველო ნამდვილად გადაარჩინეს სახელმწიფო გადატრიალებისგან. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი გარემოებაა, რომლებზეც ჩვენ ვისაუბრეთ და კიდევ უფრო მეტი უნდა ვისაუბროთ. დიდი უბედურება დაგვატყდა თავს, ძალიან ბევრი ახალგაზრდა დასახიჩრდა, გულწრფელი პროტესტის მუხტით გამოსული ადამიანები.

ოთარ დანელია თქმით ახლა არის პერიოდი როცა ხელისუფლებამ უნდა ჩაატაროს ბევრი სამუშაო: „თუ ჩვენ არ მოგვეცა მუშაობის პირობები, თუ ჩვენ არ გვექნა თანამშრომლობის შესაძლებლობა, თუ საბოტაჟს ექნა ადგილი და თუ კონკრეტულად გახარიას გადადგომით უნდათ, რომ პოლიტიკური ამინდი შეცვალონ, ეს არ გამოუვათ, იმიტომ რომ გახარია არ არის გუნდი, გუნდი ვართ ყველა ერთად, გახარიას და ჩემი ჩათვლით და ყველა ჩვენი კოლეგის, ამიტომ ეს არის სოლიდარული პასუხისმგებლობის საკითხი. გახარიას გადადგომა უნდათ, თუ უნდათ რომ ჭეშმარიტება დადგეს და თუ სადმე გადაცდომა იყო იმაზე იყოს პასუხისგება დადგენილი და პასუხისგებაში მიცემული? გახარიას ხედავენ როგორც პოლიტიკურად ძლიერ ფიგურას, რომელსაც აქვს თავის თავზე ძალიან ბევრის აღების შესაძლებლობა, რომელსაც აქვს უნარი და ამ უნარის გამო არიან სწორედ გაგიჟებულები. ყველას პასუხი მოეთხოვება მიუხედავად იმისა თუ რომელი პოლიტიკური პარტიის წევრია, მიუხედავად იმისა სამოქალაქო, საჯარო თუ ძალოვანი. გახარია ამ კონტექსტში რა მოსატანია როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ჯერ არ დამდგარა პასუხისგების საკითხები. თქვენ იცით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 თანამშრომელს უფლებამოსილება შეუჩერდა, ეს ძალიან მძიმე საკითხია. რა გვინდა ახლა ჩვენ, რომ დავანგრიოთ მთელი ძალოვანი სისტემა, დემორალიზება გავუკეთოთ პოლიციას და ადამიანებს, რომლებიც ჩვენი და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას და ჯანმრთელობას თავიანთი სიცოცხლის ფასად იცავენ, ამ ადამიანების დისკრედიტირება მოვახდინოთ? მითუმეტეს ოპოზიციის განცხადება საერთოდ უმსგავსობაა, ადამიანი ამბობს, რომ მოვა პარლამენტში და მზად არის წარმოადგინოს ანგარიში განხორციელებული მოვლენებთან დაკავშირებით და ე.ი. საპასუხო მესიჯი რა არის გახარია რომ მოვიდეს არ გვაინტერესებს არაფერი – გადადგეს, ნუ ახლა სად არის საღი აზრი“.

banner
წინა სტატიაშიირაკლი შონია: გიორგი გახარია არათუ არ უნდა გადადგეს არამედ მეტად უნდა დაწინაურდეს!
შემდეგი სტატიამიხეილ სააკაშვილი – მელია არ უნდა დავაჭერინოთ არც ერთ შემთხვევაში