ირაკლი სესიაშვილი- ბრალდებულ მირზა სუბელიანთან დავით ცუხიშვილის შესვლის ნებართვა საპატიმრო დაწესებულების დირექტორმა გასცა

როგორც ჩემთვის ცნობილია, მირზა სუბელიანთან დავით ცუხიშვილის შესვლის ნებართვა საპატიმრო დაწესებულების დირექტორმა გასცა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი სესიაშვილმა განუცხადა.

“როგორც ვიცი, დაწესებულების დირექტორს ამის უფლება აქვს. მე ეს ამბავი მოვიკითხე და ასე ამიხსნეს“, – აღნიშნა სესიაშვილმა.

გავრცელებული ჩანაწერების მიხედვით, დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან ერთად, ბრალდებულ მირზა სუბელიანის საკანში დავით ცუხიშვილი იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშიბადრი პატარკაციშვილის ოჯახი-იმედი გვაქვს, მკვლელობის დამკვეთები და შემსრულებლები უმკაცრესად აგებენ პასუხს
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილი – სიმბოლური იქნება, ერთ-ერთი პირველი ვიზიტი მქონდეს ავღანეთში, სადაც ჩვენი ჯარისკაცები იბრძვიან