ირაკლი ქადაგიშვილი დანიის ელჩის განცხადებაზე: ბრალდებები არის პირდაპირ პოლიტიკური, გარკვეული ჯგუფების ნარატივიდან გამომდინარე და ემსახურება ქვეყანაში პოლიტიკური რადიკალიზაციის გაზრდას

ელჩებისა და დიპლომატების საქმიანობა არის საერთაშორისო კანონით განსაზღვრული და მათ პატივი უნდა სცენ სხვა ქვეყნის სუვერენიტეტსა და მის საშინაო საქმეებში არ უნდა ჩაერიონ, – ასე შეაფასა პროცედურულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა დანიურ მედიაში გამოქვეყნებული პუბლიკაცია, სადაც დანიის ელჩმა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია.

„ეს ჩარევა არის ყოვლად დაუსაბუთებელი, ბრალდებები არის პირდაპირ პოლიტიკური, გარკვეული ჯგუფების ნარატივიდან გამომდინარე და ემსახურება ქვეყანაში პოლიტიკური რადიკალიზაციის გაზრდას. საქართველოს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს პატივისცემა უნდა ისწავლოს ყველამ: ჩრდილოეთში, აღმოსავლეთში, დასავლეთსა და სამხრეთშიც“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დანიურ მედიაში გამოქვეყნდა პუბლიკაცია, სადაც დანიის ელჩმა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქად მოიხსენია და აღნიშნა, რომ მან ქონება 90-იან წლებში რუსეთში დააგროვა. ანე ტოფტ სორენსენმა საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებსა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზეც ისაუბრა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კეკელიძის ინფორმაციით, პარლამენტის თავმჯდომარემ მას თანამდებობიდან წასვლა მოსთხოვა
შემდეგი სტატიადეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე: ძალიან სამწუხაროა, რომ ვანდალიზმს არ გამოეხმაურა არც ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია თუ საელჩო