ირაკლი ქადაგიშვილი არ გამორიცხავს, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევის წესი შეიცვალოს

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი არ გამორიცხავს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევის წესი შეიცვალოს და ამ მიზნით „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებები მომზადდეს.

როგორც ჟურნალისტებს ქადაგიშვილმა განუცხადა, არ შეიძლება, ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევა ექვსი თვით ხდებოდეს და ის მუდმივი არჩევის მოლოდინში იყოს.

„დღეს ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევა კვლავ ექვსი თვით მოხდება, რადგან მისი ხუთი წლით არჩევა ვერ მოხდება. ამის მიზეზია პარლამენტში არსებული პოლიტიკური ვითარება. მიგვაჩნია, რომ ისეთი სახის რეგულაცია, რაც კანონმდებლობაში მოლაპარაკებების შედეგად ჩაიდო, კონტრპროდუქტიულია. ასეთივე წესი იყო გენერალური პროკურატურის არჩევაც. არ შეიძლება, ასეთი მნიშვნელოვანი თანამდებობის პირები მუდმივი მოლოდინის რეჟიმში იყვნენ. მათ უნდა ჰქონდეთ მყარი და ხანგრძლივი არჩევის შესაძლებლობა. შეიძლება, კანონის ცვლილებაზე მსჯელობა იყოს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე – როგორ შეიძლება, პრემიერ-მინისტრსა და ინსტიტუტის დირექტორს შორის იყოს დაპირისპირება, მე ხომ პოლიტიკური ფიგურა არ ვარ
შემდეგი სტატიასამადაშვილი უმრავლესობას – ღირსების აყრად მიმაჩნია ის, რომ წაართვათ ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატს მისი წარმომადგენლობითი მანდატი