ირაკლი ნადირაძე – ციფრების ჟონგლიორობასთან გვაქვს საქმე, ჩვენ ამ ბიუჯეტს მხარს არ დავუჭერთ

ციფრების ჟონგლიორობასთან გვაქვს ადგილი, ჩვენ ამ ბიუჯეტს მხარს არ დავუჭერთ, – ამის შესახებ საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ირაკლი ნადირაძემ გაერთიანებული კომისიების სხდომაზე განაცხადა. ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, 2018 წელს მთავრობამ ცენტრალური ბიუჯეტი ვერ აითვისა და ეს ნაშთი 2018 წლის თბილისის ბიუჯეტს ემატება, რაც ნადირაძის თქმით, “ციფრების ჟონგლიორობაა” და სინამდვლეში აღნიშნულ ნაშთს 2019 წლის ბიუჯეტში გადაიტანენ.

„ეს 170 მილიონი ლარი მოგივიდათ იმ მთავრობიდან, რომელმაც ამ სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების ფონზე ვერ აითვისა თანხები და ეს თანხა მოგცათ იმიტომ, რომ ფურცელზე ვიღაცამ თქვას ბიუჯეტი ავითვისეთო. ამ თანხას სამ დღეში ვერ აითვისებთ, ჩანიშნავთ სხდომას და მომავალი წლის ბიუჯეტში გადაიტანთ. ციფრების ჟონგლიორობასთან გვაქვს ადგილი. ჩვენ ამ ბიუჯეტს, მხარს არ დავუჭერთ. პრიორიტეტები არასწორადაა გადანაწილებული”, – განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

banner
წინა სტატიაშიამირან გამყრელიძე – ლაბორატორიულად დადასტურდა გრიპის 63 შემთხვევა, რომლის 95% სწორედ H1N1-ია
შემდეგი სტატია“თამარ ჟვანიას ხელისუფლებამ დაუფასა ამ არჩევნების გაყალბება” – ოპოზიცია ცესკოს თავმჯდომარის დანიშვნას ეხმაურება