“თამარ ჟვანიას ხელისუფლებამ დაუფასა ამ არჩევნების გაყალბება” – ოპოზიცია ცესკოს თავმჯდომარის დანიშვნას ეხმაურება

ხელისუფლებამ თამარ ჟვანიას „შრომა“ დაუფასა – ასეთია ოპოზიციის შეფასება თამარ ჟვანიას მეორე ვადით ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევასთან დაკავშირებით. ენმ-ს წევრის თინა ბოკუჩავას განცხადებით, თამარ ჟვანია პირადად იყო ჩართული საპრეზიდენტოს არჩევნების გაყალბებაში და ამის საზღაური დღეს თანამდებობაზე მეორე ვადით დანიშვნით მიიღო.

„საპრეზიდენტო არჩევნები ხელისუფლებამ გააყალბა და ამ გაყალბების მთავარი ორგანიზატორი იყო ცენტრალური საარჩევნო კომისია და პირადად თამარ ჟვანიას ხელისუფლებამ დაუფასა ამ არჩევნების გაყალბება იმით, რომ მას მისცა ახალი 5 წლიანი მანდატი,“-განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

კომისიის წევრები გადაწყვეტილებას უგუნურ ნაბიჯად აფასებს „ევროპული საქართველო“ ირაკლი აბესაძის განცხადებით, კენჭისყრის პროცესი თავიდანვე ფარსი იყო და გადაწყვეტილება თამარ ჟვანიას ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით ხელისუფლება უკვე ჰქონდა მიღებული.

„უგუნური ნაბიჯი და ქართული სახელმწიფოს დემოკრატიული იმიჯის კიდევ უფრო მეტად დამაზიანებელია დატოვო საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად პირი, რომლის პირობებში ჩატარებული არჩევნები არ შეფასდა სამართლიანად, როდესაც ფუნდამენტურად დაირღვა ამომრჩევლის უფლებები. მთელი ეს პროცესი ვითომ კანდიდატურების შერჩევის, ვითომ კონსულტაციის არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ვითომ კენჭისყრის ცენტრალური საარჩევნო კომისიის. ეს იყო თავიდანვე დადგმული, ფარსი და სხვა მოლოდინი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისგან ოპოზიციას ნამდვილად არ გვქონდა,“ – განაცხადა ირაკლი აბესაძე.

წარდგენილი სამი კანდიდატიდან ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობა თამარ ჟვანიამ მეორე ვადით, 8 ხმით დაიკავა. ვლადიმერ ბოჟაძემ კი ერთი ხმა მიიღო. მარიამ შენგელიას მხარი კომისიის არც ერთმა წევრმა არ დაუჭირა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ნადირაძე – ციფრების ჟონგლიორობასთან გვაქვს საქმე, ჩვენ ამ ბიუჯეტს მხარს არ დავუჭერთ
შემდეგი სტატია„ცესკო არის დამოუკიდებელი ორგანო” – “ქართული ოცნება” ჟვანიას დანიშვნაზე ოპოზიციის კრიტიკას პასუხობს