ირაკლი კობახიძის განცხადება ბევრს არაფერს ნიშნავს – ჩვენი მიზნები განსხვავებულია, ჩემი მიზანია შვილის სიცოცხლე გადავარჩინო, მისი – როგორმე მოიშოროს თავიდან – ალასანია

ირაკლი კობახიძის განცხადება ჩემთვის ბევრს არაფერს ნიშნავს – ჩემი მიზანია ჩემი შვილის სიცოცხლე გადავარჩინო, ამის მიზანია როგორმე მოიშოროს თავიდან, -ასე აფასებს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ უცხოეთში გადაყვანა გამორიცხულია.

როგორც ალასანია განმარტავს, მისი და ხელისუფლების პოზიციები მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განსხვავებულია.

“ირაკლი კობახიძის განცხადება ჩემთვის ბევრს არაფერს ნიშნავს. ჩვენთან სასამართლო ხომ დამოუკიდებელია?!როგორც ჩანს, ჩვენი მიზნები განსხვავებულია, ჩემი მიზანია ჩემი შვილის სიცოცხლე გადავარჩინო, ამის მიზანია, როგორმე მოიშოროს თავიდან. ეს არის განსხვავება. არაფერი არ იყო მოულოდნელი”,- აღნიშნავს ალასანია.

გარდა ამისა, მან „ემპათიას“ ექსპერტების “ვივამედში” შესვლაზეც ისაუბრა, რასაც ექიმები მაშინ შეძლებენ, როდესაც შესაბამისი განჩინება გაიგზავნება პენიტენციურ სამსახურში.

კითხვაზე, როგორ შეაფასებს იუსტიციის მინისტრის განცხადებას, რომ სასამართლოს ყველა გადაწყვეტილებას მიიღებს, ალასანია აღნიშნავს: “დავუჯეროთ იუსტიციის მინისტრს, იმედია სასამართლო მიიღებს თავის გადაწყვეტილებას. კანონის დარღვევაა, რას ნიშნავს განჩინება არ გადაეცა? როგორც კი გამოიცა უნდა აღსრულდეს”.

banner
წინა სტატიაშირა უნდა ვუპასუხო გარდა იმისა, რომ რეგვენია?! – ხერხეულიძე კობახიძეზე
შემდეგი სტატიანავთობის ემბარგოსთან დაკავშირებით კონსტრუქციული დისკუსიები მიმდინარეობს, ჩვენი ძალა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ შეგვიძლია, ერთობლივად გადავჭრათ პრობლემური საკითხები – შოლცი