რა უნდა ვუპასუხო გარდა იმისა, რომ რეგვენია?! – ხერხეულიძე კობახიძეზე

“ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ეკა ხერხეულიძემ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა და თქვა, რომ ახლა ყველა ერთად ელოდება დამოუკიდებელი ექსპერტების შესვლას მესამე პრეზიდენტთან და მათ დასკვნას.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ გარეგნული დათვალიერებით მესამე პრეზიდენტს უკეთესობისკენ ცვლილებები არ აქვს.

დღეს ეკა ხერხეულიძემ “ქართული ოცნების” ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებას უპასუხა:

“მათი უკონტროლო განცხადებებზე პასუხის გაცემა ჩვენ გვაგდებს უხერხულ მდგომარეობაში. რას ამბობს კობახიძე თავის განცხადებაში, რომ საქართველოს ჰყავდა პრეზიდენტი, რომელიც 9 500 პატიმარზე უარესია. ანუ ყველა მძიმე დანაშაულის მატარებელი პატიმარი, რომელიც სასჯელს იხდიან: პედოფილიაზე, მკვლელობაზე, ყაჩაღობაზე, ქურდობაზე, მათზე უარესია მიხეილ სააკაშვილი. რა უნდა ვუპასუხო მას გარდა იმისა, რომ რეგვენია და საკუთარ ქვეყანას კონსტიტუციონალისტი არ შეიძლება, აკადრებდეს ამას. არ ვიცი, მის თავში რა ხდება, რა ტრიალებს, ფაქტია, რომ არ შეიძლება პირველი სპიკერი, პარლამენტარი აკეთებდეს ამ განცხადებას”,- თქვა ეკა ხერხეულიძემ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერ-მინისტრმა, ისრაელის სახელმწიფოში ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებთან ერთად, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძის განცხადება ბევრს არაფერს ნიშნავს – ჩვენი მიზნები განსხვავებულია, ჩემი მიზანია შვილის სიცოცხლე გადავარჩინო, მისი – როგორმე მოიშოროს თავიდან – ალასანია