ირაკლი კობახიძემ საქართველოში ლატვიის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში, იანის ზლამეცთან, გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ,,თაიმერს” პარლამენტიდან აცნობეს.

შეხვედრაზე საქართველოსა და ლატვიას შორის არსებულ მჭიდრო მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობაზე ისაუბრეს. განიხილეს თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებიც.

ირაკლი კობახიძემ ელჩს ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაში შეტანილი წვლილისა და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდა.

banner
წინა სტატიაშიბულგარეთის ქალაქ სლივენში საქართვლოს ჰიმნი კიდევ ერთი სპორტული გამარჯვების აღსანიშნავად აჟღერდა
შემდეგი სტატიალუკაშენკო: დიდმა ქართულმა კულტურამ ხელი შეუწყო სხვა ერების, მათ შორის ჩვენი კულტურის განვითარებას