ირაკლი კობახიძე – თუ შევადარებთ საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას უკრაინას და მოლდოვას, ყველა პარამეტრით ამ ორ ქვეყანას ვუსწრებთ

გადაწყვეტილება მიღებული უნდა იქნას იმ მოცემულობის საფუძველზე, რომელიც არის ჩვენს ქვეყანაში და, რომელიც იძლევა შედარების საშუალებას, მათ შორის უკრაინასთან და მოლდოვასთან, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან განაცხადა, საქართველოს უალტერნატივოდ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი.

„თუ შევადარებთ საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას უკრაინას და მოლდოვას, ყველა პარამეტრით ვუსწრებთ ამ ორ ქვეყანას, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მოსწონს ამაზე საუბარი. ყველა პარამეტრი შეგვიძლია სათითაოდ გავიაროთ და ვნახავთ, რომ ყველა პარამეტრით ვუსწრებთ ორივე ქვეყანას – ეს ერთი. მეორე – ეს არის პროგრესი, რომელიც ჩვენ განვიცადეთ 2012 წლიდან მოყოლებული. თითოეული სფერო შეგვიძლია გავყოთ და ვნახოთ თუ სად ვიყავით 2012 წელს და სად ვართ დღეს და ვნახავთ, რომ პროგრესი არის ფუნდამენტური. ეს არის ორი მთავარი საყრდენი – ქვეყანაში არსებული პროგრესი და მეორე შედარება უკრაინასთან და მოლდოვასთან. ორივე კრიტერიუმის მიხედვით საქართველოს უალტერნატივოდ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი“,- განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაში“მე მასწავლით კონსტიტუციებს?”-კობახიძის თქმით, საკონსტიტუციო სარჩელი პრეზიდენტის იმპიჩმენტის საფუძველი არ იქნება
შემდეგი სტატიაკომპანია „ბორჯომი“ საწარმოსთან მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს