ირაკლი კობახიძე : მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ამომრჩეველს, ვინც დღეს არჩევნებზე მოვიდა

მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ამომრჩეველს, ვინც დღეს არჩევნებზე მოვიდა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ განაცხადა.

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ამომრჩეველს, ვინც დღეს მოვიდა და თავისი არჩევანი დააფიქსირა და რა თქმა უნდა, როგორც საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, მინდა ჩვენს მხარდამჭერებს ვუთხრა დიდი მადლობა. მადლობა ჩვენი პარტიის წევრებს, განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ახალგაზრდულ ორგანიზაციას. თითოეული თქვენგანის წვლილი ამ გამარჯვებაში განსაკუთრებულია“, – განაცხადა კობახიძემ.

ზუსტად 20:00 საათზე საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე ხმის მიცემის პროცედურა დასრულდა. კორონავირუსის პანდემიის პირობებში, არჩევნებმა ეპიდემიოლოგების მიერ შემუშავებული სპეციალური წესების დაცვით ჩაიარა. ამასთან, სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი პირების არჩევნებში მონაწილეობისთვის 127 კოვიდუბანი მოქმედებდა.

banner
წინა სტატიაშიკახა საბანაძე: გლდანში მომხდარ ინციდენტზე, მიმდინარეობს გამოკითხვის პროცესი, სავარაუდოდ,ნივთის დაზიანებით დაწყებული გამოძიების გადაკვალიფიცირება მოხდება
შემდეგი სტატიაარჩილ თალაკვაძე : გილოცავთ ყველას, საქართველომ დემოკრატიის გაძლიერებისკენ დღეს კიდევ ერთი წარმატებული ნაბიჯი გადადგა