ირაკლი კობახიძე : დღეს პარლამენტში პარტიის თავმჯდომარის მიერ ხელმოწერილი წარდგინება, გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენის თაობაზე, ოფიციალურად შევა

საპარლამეტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების” თავმჯდომარე პარლამენტს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარიას წარდგენის ოფიციალური განცხადებით დღეს მიმართავს.

როგორც მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თავად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას მინისტრთა კაბინეტის ჩამოსაყალიბებლად დრო კვირის ბოლომდე აქვს.

„დღეს პარლამენტში პარტიის თავმჯდომარის მიერ ხელმოწერილი წარდგინება, გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენის თაობაზე ოფიციალურად შევა. ამის შემდეგ გიორგი გახარიას მთავრობის შემადგენლობის დასახელებისთვის დრო კვირა დღის ჩათვლით აქვს. უახლოეს დღეებში გაიმართება საპარლამენტო უმრავლესობასთან გიორგი გახარიას კონსტულტაციები და ამის საფუძველზე კვირის ბოლომდე აუცილებლად შემოვა მთავრობის შემადგენლობა. შესაძლოა, ეს მოხდეს უახლოეს ორ-სამ დღეში”, – განაცხადა კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევა მარტვილში
შემდეგი სტატიაქუთაისში კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა