ქუთაისში კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა

ქუთაისში კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა. გინეკოლოგ რუსუდან ჯიქიას COVID-19 რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდა, მისი მდგომარეობა გართულდა, რის შემდეგად გარდაიცვალა.

ექიმი ქუთაისის #2 ახალ სამშობიარო სახლში გინეკოლოგად მუშაობდა.

“მრავალდღიანი ბრძოლის შემდეგ ვერაგმა ვირუსმა კიდევ ერთი ექიმის სიცოცხლე შეიწირა. რუსუდანი ყველაზე გვიან დაავადდა კოვიდით, მაგრამ ვირუსი მასზე ძლიერი აღმოჩნდა. ძალიან ძნელია სანუგეშო სიტყვები უთხრა მის ასაკოვან დედას” – ამბობენ თანამშრომლები.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში ვირუსით 49 ადამიანი გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე : დღეს პარლამენტში პარტიის თავმჯდომარის მიერ ხელმოწერილი წარდგინება, გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენის თაობაზე, ოფიციალურად შევა
შემდეგი სტატიასერგი კაპანაძე : გამოსავალი ყოველთვის არსებობს, თუმცა ამისთვის საჭიროა, რომ მეორე მხარეს იყოს გონივრულობა და რაციონალურობა