ირაკლი კობახიძე: არმაზ ახვლედიანი უკვე დიდი ხანია წასულია

კონსულტაციების ძირითადი ფაზა დასრულდა-ირაკლი კობახოძე

„თავისთავად ის ფაქტი, რომ არმაზ ახვლედიანი აღარ არის „ქართულ ოცნებაში“, ესეც არის იმის ნიშანი, რომ პარტია სერიოზულად მუშაობს გაჯანსაღებაზე. მათ შორის საკადრო მიმართულებით“-განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.
პარტიის აღმასრულებელი მდივნის განმარტებით, არმაზ ახვლედიანს მისი არაადექვატური ქმედებებისა და განცხადებების გამო დაახლოებით ერთი წლის წინ შეუჩერდა პოლისტსაბჭოს წევრობის სტატუსი.
„არმაზ ახვლედიანი უკვე დიდი ხანია წასულია პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოდან“. მას დიდი ხანია დატოვებული აქვს პარტიის პოლიტიკური საბჭო. ელემენტარული ინფორმაციაც კი არ აქვს იმის თაობაზე, თუ რა პროცესები მიმდინარეობს ჩვენს პარტიაში. არმაზ ახვლედიანის გადაწყვეტილებები არ არის რელევანტური ჩვენთვის, ის არ არის ღირებული პოლიტიკური ფიგურა იმისათვის, რომ განსაკუთრებული კომენტარები გავაკეთოდ. მის განცხადებებს სერიოზულად ვერ მოვეკიდებით“-აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

banner
წინა სტატიაშიმარია გაიდარმა ოდესის გუბერნატორის მოადგილის თანამდებობა დატოვა
შემდეგი სტატიასაბურთალოს რაიონში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს