ირაკლი ხახუბია – მთელი საქართველო მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის წინსვლას და წარმატებას

რა თქმა უნდა თავის დაცვის პოზიციაში არიან, იქიდან გამომდინარე, რომ ხედავენ თუ რა სიტუაციაა ქალაქში, არის სიმშვიდე და იმასაც ამჩნევენ და ატყობენ, რომ მთელი საქართველო მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის წინსვლას და წარმატებას, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ფოთის, ხობის და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ხახუბია აცხადებს.

მისი თქმით, სამეგრელოში 26-ე მაჟორიტარულ ოლქში საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და არანაირი დაძაბულობა არ შეინიშნება.

„შემოვიარე სამივე ქალაქი – ფოთი, ხობი, სენაკი ძალიან მშვიდ სიტუაციაში მიმდინარეობს არჩევნები, არავითარი დაძაბულობა არ შეინიშნება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი პარტია, გუნდი და მაჟორიტარი კანდიდატი დამაჯერებლად გაიმარჯვებს“, – აცხადებს ირაკლი ხახუბია.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: “ოცნებას” ძალა უკვე აღარ აქვს, მათი შხამიანი კბილი ძალიან დასუსტებულია
შემდეგი სტატიაგიგი უგულავა – 2030 წლამდე შეიძლება ეს შავი ჭირი შეგვრჩეს, ამიტომ უნდა გამოვფხიზლდეთ