ირაკლი ღარიბაშვილი – ვიცი, სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა, ისევე როგორც სხვა პატიმრების, დაცული იყოს, არავინ უნდა იყოს პრივილეგირებული

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის უფლებები ციხეში დაცულია.

როგორც ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყველა პატიმრის უფლება და ჯანმრთელობა სათანადოდ არის დაცული.

„მე ვიცი, რომ სახელმწიფო, ამ შემთხვევაში იუსტიციის სამინისტრო აკეთებს ყველაფერს, რომ მისი ჯანმრთელობა და ასევე სხვა პატიმრების ჯანმრთელობა იყოს დაცული, მათი უფლებები იყოს დაცული და არავინ უნდა იყოს პრივილეგირებული“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – მე არ მინდა, რომ კომენტარი გავაკეთო ვიღაცების დამონტაჟებულ რაღაც საუბრებზე და ამაზე დავიწყო სპეკულაციები, ეს არ არის საინტერესო
შემდეგი სტატიაპრემიერი – ქვეყანაში არის დემოკრატია, ნებისმიერ ადამიანს, თუ ექნება სურვილი, შეუძლია შეუერთდეს ამა თუ იმ ორგანიზაციას, გაერთიანებას, ეს არის მათი კონსტიტუციური უფლება. ჩვენ გვაქვს ჩვენი მტკიცე არჩევანი – ეს არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია