ირაკლი ღარიბაშვილი- სავალდებულო ვაქცინაცია ადამიანების არჩევანში უხეში ჩარევაა

სავალდებულო ვაქცინაცია ადამიანების არჩევანში უხეში ჩარევაა, ყველა მოქალაქეს აქვს არჩევანის თავისუფლება და მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, უზრუნველვყოფ, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს არჩევანის თავისუფლება- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განახადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მოქალაქეები ვაქცინაციის უალტერნატივობაში დაარწმუნოს, ამისთვის კი მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს იყენებს.

„მე როგორც პრემიერ-მინისტრი, მთავრობის მეთაური ვალდებული ვარ, რომ თითოეული მოქალაქის აზრი გავითვალისწინო. ჩვენი მოქალაქეების უმეტესობა არ ემხრობა სავალდებულო ვაქცინაციას. უფრო მეტიც, მსოფლიოს ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში დაწესებულია ნებაყოფლობითი ვაქცინაცია. რისკ-ჯგუფებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დავარწმუნოთ ეს ადამიანები. შემთხვევითი არ არის ის, რომ 60 წელს გადაცილებულებისთვის დამატებით წამახალისებელი ინსტრუმენტი შემოგვაქვს, როგორიც არის პენსიონერებისთვის 200 ლარიანი დანამატი და უამრავი სხვა მექანიზმი, რაც ჩვენს ხელთ არის. სავალდებულო ვაქცინაცია ადამიანების არჩევანში უხეში ჩარევაა. ყველა მოქალაქეს აქვს არჩევანის თავისუფლება. მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, უზრუნველვყოფ, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს არჩევანის თავისუფლება. ორშაბათიდან დავიწყებთ აქტიურ კამპანიას, მანამდეც დეტალურად ვაცნობებთ საზოგადოებას და ყველა დეტალი ცნობილი იქნება თქვენთვის“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი სააკაშვილზე – ამ თემაზე საუბარი შევწყვიტე; ეს არ არის ჩემი სალაპარაკო საკითხი და თემა, ვინაიდან, პატიმრებზე განცხადებებს აკეთებს პენიტენციური სამსახური, იუსტიციის სამინისტრო
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – ყველა ადამიანს და ყველა ჯგუფს, მათ შორის, პოლიტიკურ პარტიებს აქვთ შეკრების და გამოხატვის თავისუფლება, მშვიდობიანი ფორმით