ირაკლი ღარიბაშვილი სააკაშვილზე – ამ თემაზე საუბარი შევწყვიტე; ეს არ არის ჩემი სალაპარაკო საკითხი და თემა, ვინაიდან, პატიმრებზე განცხადებებს აკეთებს პენიტენციური სამსახური, იუსტიციის სამინისტრო

ეს არ არის ჩემი სალაპარაკო საკითხი და თემა, ვინაიდან, პატიმრებზე განცხადებებს აკეთებს პენიტენციური სამსახური, იუსტიციის სამინისტრო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მიხეილ სააკაშვილს ეხებოდა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ მან ამ თემაზე საუბარი შეწყვიტა.

„თქვენ გყავთ მინისტრი ბრეგაძე, რომელსაც შეგიძლიათ დაუსვათ ნებისმიერი შეკითხვა, ასევე არსებობს პენიტენციური სამსახური, მათ მიმართეთ ნებისმიერი კითხვით და რა თქმა უნდა, გაგცემენ აბსოლუტურად ამომწურავ პასუხებს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმორჩილი შალვა ჩხიკვაძის სასამართლო პროცესი იწყება (ვიდეო)
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი- სავალდებულო ვაქცინაცია ადამიანების არჩევანში უხეში ჩარევაა