ირაკლი ღარიბაშვილი ოკუპირებულ რეგიონში რეფერენდუმის ჩატარებაზე – მინდა, გამოვთქვა იმედი, რომ ამას გაგრძელება არ ექნება, თუმცა მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა ვიყოთ მშვიდად, ყოველთვის უნდა ვიყოთ მობილიზებული, ამისთვის საჭიროა მჭიდრო კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან

garibashvili

მინდა, გამოვთქვა იმედი, რომ ამას რა თქმა უნდა გაგრძელება არ ექნება, თუმცა მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა ვიყოთ მშვიდად. ვუყურებთ რა ბოლო წლებში განვითარებულ მოვლენებს, რა თქმა უნდა, ყოველთვის უნდა ვიყოთ მობილიზებული, ამისთვის საჭიროა მჭიდრო კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან, ვიყოთ მათთან მჭიდრო კოორდინაციაში და მუდმივად გავცვალოთ ინფორმაციები ამის თაობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

მისივე თქმით, მსგავსი განცხადებები არა ერთხელ გაჟღერებულა.

„მსგავსი განცხადებები არა ერთხელ მოგვისმენია დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, არა ერთი განცხადება მოვისმინეთ ჩვენ მათ შორის იგივე ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდანაც. არა ერთი ინფორმაცია ვრცელდებოდა, რომ შესაძლოა ეს ყოფილიყო ლოკალური მიზნისთვის განხორციელებული აქტი თუ განცხადება, იმიტომ რომ ე.წ. არჩევნები იმართებოდა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში,“- აღნიშნა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილის გარეთ გამოყვანის მიზანია იგრძნონ უფრო მეტი ძალა, ქვეყანა რომ ომში ჩართოს რომელიმე პარტიამ, ამისთვის ხელისუფლებაში უნდა მოვიდნენ, ხელისუფლებაში ვერ მოვლენ – დავითულიანი
შემდეგი სტატიასაქართველოს პროკურატურამ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა