ირაკლი ჩიქოვანის მოწოდება არჩევნების დღესთან დაკავშირებით ოპოზიციის და მედიის წარმომადგენლებს

„ქართული ოცნების“ ზუგდიდის შტაბში ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგი გამართა. პარლამენტის წევრმა არჩევნების დღეს მუშაობის სპეციფიკაზე ისაუბრა და ოპოზიციურ პარტიებსა და მედიას პირველი ტურის მსგავსად უსაფუძვლო ბრალდებებისგან თავის შეკავება ურჩია. ასევე მისი განმარტებით ბულინგი, რომელიც ქართული ოცნების აგიტატორებმა, კანონს დაქვემდებარებული ქმედებისთვის მიიღეს ყოვლად დაუშვებელია.

„ჩვენ მხარდამჭერებს ექნებათ გარკვეული სიები, ამ სიებში არის მოცემული ინფორმაცია, ეს ინფორმაცია არის ისეთი ინფორმაცია, რომელიც არის ხელმისაწვდომი როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ გვერდზეც, ასევე პოლიტიკური პარტიებისთვის. ეს ინფორმაციაა, არ შეიცავს კონფიდენციალურ ინფორმაციას, შესაბამისად ეს ადამიანები იქნებიან და დაიცავენ, 100 მეტრიან პერიმეტრს და ამით ისინი არავითარ შემთხვევაში არ დაარღვევენ არცერთ საკანონმდებლო ნორმას.

აქედან გამომდინარე მივმართავ ყველას, პოლიტიკოსებსაც და განსაკუთრებით მედიის წარმომადგენლებს, რომ ამაში არაფერი უკანონო არ არის, ამაში არაფერი არ ეწინააღმდეგება ჩვენს ქვეყანაში არსებულ არცერთ ნორმას. მინდა გითხრათ ასევე, რომ საარჩევნო დღის განმავლობაში ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად მობილიზებული, ჩვენი გუნდის წარმომადგენლებიც არიან ადგილზე და ჩვენ რეაგირების გარეშე არ დავტოვებთ არც ერთ შემთხვევას. მაქსიმალურად მივაწვდით ინფორმაციას, როგორც საერთაშორისო დამკვირვებლებს, ასევე ადგილობრივ დამკვირვებლებსაც. ჩვენ გვაქვს უზრუნველყოფილი აბსოლუტური ღიაობა მთლიანი საარჩევნო პროცესის განმავლობაში და შესაბამისად დარწმუნებულები ვართ, რომ ხვალ გამარჯვებას მივიყვანთ ბოლომდე.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის სამინისტრო მზად არის, მიხეილ სააკაშვილი ციხიდან კლინიკაში ვერტმფრენით გადაიყვანოს
შემდეგი სტატიაიოსებ ხახალეიშვილი – ჩემს ოჯახთან ერთად ვდგავარ თქვენ წინაშე ღირსებით და ხვალ ერთად მინდა, გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე