იოსელიანის თქმით, მისმა წარმომადგენელმა ლაზარე გრიგორიადისი მოინახულა

ომბუდსმენი ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენელმა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ლაზარე გრიგორიადისი მოინახულა:

“სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ახლახანს მოინახულა ლაზარე გრიგორიადისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ესაუბრა მას როგორც მისი დაკავების, ისე დაწესებულებაში განთავსების პირობებზე.

სახალხო დამცველის აპარატი, საქმის მიმდინარეობის პროცესში, ზედამხედველობას გაუწევს, როგორც მისი საპროცესო უფლებების დაცვის, ისე სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციის საკითხს” – წერს იოსელიანი.

banner
წინა სტატიაშიდღეიდან ტაქსების ნაწილს ავტობუსის ზოლში გადასვლა-გაჩერების უფლება ექნება
შემდეგი სტატიაუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა