იოსელიანი – სიძულვილისა და ოპონენტების გაშავებაზე მიზანმიმართული ბანერების განთავსება სწორად არ მიმაჩნია

ქალაქში განთავსებული ბანერები ძალიან არ მომწონს, სწორად არ მიმაჩნია ისევ სიძულვილზე საუბარი და ერთმანეთის უფრო მეტად გაშავების დღის წესრიგის შემოტანა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერებთან დაკავშირებით განუცხადა.

„ჩვენი ბანერები აჩვენებს, როგორი ქალაქი უნდათ ადამიანებს. მეორე მხარეს არის სიძულვილისა და ოპონენტების გაშავებაზე მიზანმიმართული ბანერები. მოქალაქეებმა უნდა გააკეთონ არჩევანი, რა არის მათთვის მნიშვნელოვანი“, – აღნიშნა იოსელიანმა.

banner
წინა სტატიაშისასამართლო ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს
შემდეგი სტატიაადვოკატი – მეგის ქარდავა არც ერთ ბრალს არ აღიარებს