სასამართლო ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს.

სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზეა ჩანიშნული.

პროკურატურა მიმალვაში მყოფი პირების მიმართ სავარაუდოდ, ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გამოყენებას მოითხოვს. დაცვის მხარის პოზიცია კი ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.

პროკურატურამ ბრალდებულებს აკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა. შესაბამისად, ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაც დაუსწრებლად მოხდება.

banner
წინა სტატიაშიფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძეს დაკითხავენ
შემდეგი სტატიაიოსელიანი – სიძულვილისა და ოპონენტების გაშავებაზე მიზანმიმართული ბანერების განთავსება სწორად არ მიმაჩნია