იოსელიანი – „ღარიბაშვილის პერსონიდან გამომდინარე, მისი დამოკიდებულება ოპოზიციის მიმართ აქამდეც ცნობილი იყო

ველოდი, რომ „ქართული ოცნება” პრემიერის თანამდებობაზე ისეთ კანდიდატურას შემოგვთავაზებდა, რომელიც პროცესს მოლაპარაკებების რეჟიმში გადაიყვანდა, თუმცა ღარიბაშვილის კანდიდატურა ამ მიზნის მისაღწევად არ არის, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომელიც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელებას გამოეხმაურა.

„ღარიბაშვილის პერსონიდან გამომდინარე, მისი დამოკიდებულება ოპოზიციის მიმართ აქამდეც ცნობილი იყო. ეს დამოკიდებულება აისახება მის ქმედებებში და საბოლოო ჯამში, ქვეყანაში სიტუაციას კიდევ უფრო გაამწვავებს. ველოდი, რომ „ქართული ოცნება” ისეთ კანდიდატურას შემოგვთავაზებდა, რომელიც ამ ფონს პირიქით დაამშვიდებდა და პროცესს მოლაპარაკებების რეჟიმში გადაიყვანდა, თუმცა ღარიბაშვილის კანდიდატურა ამ მიზნის მისაღწევად არ არის“, – განაცხადა იოსელიანმა.

banner
წინა სტატიაშიგოცირიძე – ფულად გზავნილებში რუსეთს იტალიამ გადაასწრო
შემდეგი სტატიაბარამიძე – დაჟინებულ რეკომენდაციას ვაძლევთ ნიკას, რომ ოფისიდან ფეხი არ მოიცვალოს