გოცირიძე – ფულად გზავნილებში რუსეთს იტალიამ გადაასწრო

“იყო დრო, როდესაც მთელი ფულადი გზავნილების უდიდესი ნაწილი რუსეთზე მოდიოდა, მერე რუსეთს გადაასწრო ევროკავშირმა. მიმდინარე წლის იანვარში იტალიიდან უფრო მეტი ფული გადმოირიცხა( 27 მილიონი დოლარი), ვიდრე რუსეთიდან( 23 მილიონი). იზრდება ევროპისა და ამერიკის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილები. იცლება ქვეყანა”- ამ სტატისტიკას “ფეისბუქზე” გამოეხმაურა ეკონომისტი, ენმ-ის წარმომადგენელი რომან გოცირიძე, რომელმაც აღნიშნამ, რომ სიტუაცია საგანგაშოა. მისი თქმით, “იზრდება ევროპისა და ამერიკის ქვეყნებიდან ფულადი გზავნილები. იცლება ქვეყანა”.

ვირუსის ბლოკატორები